მთიები 2019-2020

вторник, 17 мая 2022 г.

მთიები 2022

 

განცხადება

                                   
                                                                 განცხადება

თბილისის  167–ე საჯარო სკოლაში შეიქმნა  მკითხველთა კლუბი "მთიები", რომელიც აქტივობებს განახორციელებს  2022  სასწავლო წელს.. ის თბილისის 167–ე საჯარო სკოლის სკოლის ბაზაზე  ჩამოყალიბებული  საერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანებაა. 
მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.  
           
კლუბის მიზანი:

 ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა
 ბ) წიგნიერების განვითარება
 გ)კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება,     კულტურათა დიალოგი
     კლუბს უხელმძღვანელებს ლიდერი მოსწავლე და კურატორი მასწავლებელი
     


   მკითხველთა კლუბ  „მთიების“  კურატორი,
     167–ე საჯარო სკოლის მასწავლებელი  -ლ.გერგედავა

 ლიდერი- 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე რ.დვალიშვილი /ბ.შაგიძე/
                                                    
2022 წ.



                          

                            კლუბ „მთიების" წესდება

                                                         

                                   2022 წ ქ.თბილისი

          თბილისის 167–ე საჯარო სკოლის ბაზაზე,   მოსწავლეთა     საკლუბო მუშაობის  ჩამოყალიბებისა  და  მისი წესდების დამტკიცების  შესახებ
           

         
 ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით:


1.      ჩამოყალიბდეს  მკითხველთა კლუბი
2.      დამტკიცდეს მკითხველთა კლუბის წესდება
3.      ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
                                                    
                                                     დანართი N 1
                         
                                        მკითხველთა კლუბის წესდება
              
                                            1.ზოგადი დებულებები

      მუხლი 1. მკითხველთა კლუბის  სტატუსი

 1.მკითხველთა კლუბი (შემდგომში– თბილისის 167–ე საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი)

არის სკოლის ბაზაზე  ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,  საერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება
      მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.


                                                                                                                                                               
2. კლუბი მუშაობას წარმართავს  ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით
3.  კლუბი იქმნება   სკოლის  სახელმწიფო ქონების  საფუძველზე და მის  კონტროლს ახორციელებს დირექცია და  სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით
4. კლუბს აქვს  წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში


 მუხლი 2.  მიზნებიფუნქციები  საქმიანობა
           
            კლუბის მიზანია:

 ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა

 ბ) წიგნიერების განვითარება

გ)კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება,  კულტურათა დიალოგი
                 
                             კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი:
   კლუბის წევრ  მოსწავლეთა უფლებები  განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ  გაასაჩივრონ სკოლის  ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
      სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.  
   კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები  

                                    კლუბის სტრუქტურა

კლუბის სტრუქტურა:  მოსწავლეები,   ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი,  მშობლები.
          
                                      ლიდერი მოსწავლე
  არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე
                        კლუბის კურატორი მასწავლებელი
 არის სკოლის პედაგოგი, მისი  კურატორობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ  მოსწავლესთან  ერთად, ერთი წლის განმავლობაში,  ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში, სხვადასხვა ეტაპზე
                     დამხმარე მშობელთა ჯგუფი
ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმმართვაში.
  დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა  შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან. 
                   ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:
       ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას
       ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის წევრებთან
         გ) ორგანიზებას უწევს  საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური  მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად
დ) საჭირო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს

                        კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
 წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას:
 საკლუბო მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს:
·         კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
·         კლუბის წესდება;
·         კლუბის სამუშაო გეგმა;
·         განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
                           საკლუბო მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან პერსონალურ გვერდზე, ეტაპობრივად ატვირთავს:
·         საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას
                  საკლუბო მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს:
·         რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ)რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ
გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა?
ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ?
ზ)რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას?


·         მოსწავლეებისა და მშობლების შეფასებას



                                           პროგრამა

 

 

 

ღონისძიება

დრო

შემსრულებელი

 

 

 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

 

2022 წლის 2 თებერვალი

 

კლუბის წევრები

კურატორი მასწავლებელი

ლიდერი მოსწავლე

დედაენის დღე

2022 წლის 14 აპრილი

კლუბის წევრები

კურატორი მასწავლებელი

ლიდერი მოსწავლე

თბილისი იუნესკოს მიერ, 2021 წლის 23 აპრილს  წიგნის მსოფლიო  დედაქალაქად გამოცხადდა, პროეტში ჩართვა

2022 წლის 23 აპრილი

 

კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“

განხილვა

კლუბის წევრები

კურატორი მასწავლებელი

ლიდერი მოსწავლე

1 ივნისი  ბავშვთა დაცვის დღე

რასპე „ბარონ ი მიუნჰაუზენის თავგადასავალი“ განხილვა

კლუბის წევრები

კურატორი მასწავლებელი

ლიდერი მოსწავლე

 

 

 

 

 

 

 








2022 წლის 2 თებერვალს აღვნიშნ ეთ
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე





14 აპრილი დედაენის დღეა,
აღვნიშნეთ, ვიმხიარულეთ, პანდემიითა და უკრაინის ომით გამოწვეულ ჩვენს უარყოფით ემოციებს ცოტაოდენი შუქი შევმატეთ, შინაურულად, ზედმეტი ოფიციალობისა და განსაკუთრებული მომზადების გარეშე...
მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს, მთელ კაცობრიობას...
ერთი სტუმარი გვყავდა, ნუცა , მე-4 კლასიდან, სტუმარი ღვთისაა..











2021 წლის 23 აპრილს, თბილისი, იუნესკოს მიერ, წიგნის მსოფლიო ქალაქად გამოცხადდა, .ერთი წლით.
✅საქართველოში, 2022 წლის 23 აპრილამდე, მრავალი პროექტი განხორციელდა.
✅ჩვენ, მე-5 კლასის მოსწავლეები, დამოუკიდებლად შევუერთდით მნიშვნელოვან მოვლენებს.
წავიკითხეთ იტალიელი მწერლის, კარლო კოლოდის ,წიგნი" პინოკიოს თავგადასავალი"...
✅განვიხილეთ...
ვისაუბრეთ მწერალზე, მოვუსმინეთ ხის თოჯინაზე შექმნილ სიმღერებს, ვნახეთ ფილმი, მოვიძიეთ ინფორმაციები მწერალ კოლოდიზე, იტალიაზე...
ვცადეთ ფეხი აგვეწყო ამავე ქვეყნის ხალხური ცეკვის, "ტარანტელას", ჰიმნებისათვის.
✅ მადლობა ჩვენი სკოლის დირექციას , მხარდაჭერისათვის





მთიები 2022

  განცხადება                                                                                                       განცხადება თბილისის  167–...