მთიები 2019-2020

პროექტი 17.07.2010

  1. პროექტის სახელი:"მაწანწალა ბავშვები"
  2. პრობლემა:საქართველოში მაწანწალა ბავშვების რიცხვი იზრდება,ზოგი ტაქსომანია,ზოგი ქურდბაცაცა,სკოლაში არ დადიან,ზოგიერთი სწავლობდა,მაგრამ ქუჩისცხოვრება არჩია. ისინი გადაადგილდებიან ქალაქიდან ქალაქში. მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე არავინ ზრუნავს, შეიძლება მათი აღრიცხვაც არ ხდებოდეს,ან მათი გარდაცვალების შემთხვევაში უსახელოდ იკარგებოდნენ,დაავადებულნი,ალბათ,სამედიცინო მომსახურებითაც არ სარგებლობენ.
  3. მნიშვნელობა,აქტუალობა:მაწანწალა ბავშვების პრობლემა აქტუალურია, ისინი მოწყვეტილნიარიან საზოგადოებას,სოციალურად დაუცველ ამ ადამიანებს სჭირდებათ ყურადღება।ბავშვთა უფლებები დარღვეულია.
  4. პროექტის მოკლე აღწერა:არასრულწლოვანთა ინსპექციისთვის მოპოვებული მასალების მიწოდება.მერიისბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრთან მუდმივი კონტაქტი।საზოგადოების ინფორმირება და ჩაბმა აქციაში:"დავეხმაროთ ქუჩის ბავშვებს,რათა ისინი გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები"।
  5. პროექტის სრული აღწერა:შეხვედრებიმაწანწალა ბავშვებთან,მათი პრობლემების ჩაწერა,შესაბამისი ფოტომასალების შექმნა,არასრულწლოვანთა ინსპექციისთვის მასალების მიწოდება।მერიის ბავშვთა დაცვის უფლებების საქალაქო ცენტრთან მუდმივი კონტაქტი,რომელიმე კონკრეტული ქუჩის ბავშვის ან ბავშვების პრობლემების წარმოჩენა და მათთვის დახმარების გაწევა მერიის მეშვეობით।საუბარი საზოგადოების იმ ფენასთან,რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას ამ მწვავე პრობლემის შესახებ და სათანადო ორგანოებამდე მიიტანოს განსახილველად। საზოგადოების ჩაბმა,დაეხმარონ მაწანწალებს მედიკამეტებით,ტანსაცმლით,თავშესაფრით,სახელმძღვანელოებით।
  6. მ ონაწილეთა ასაკი:14
  7. ვადები და ხანგრძლივობა:2თვე
  8. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დისკუსიის ჩატარება:"ჩვენ და ქუჩა"।დამატებითი მასალის წაკითხვა:მიხეილ ჯავახიშვილის "ჩანჩურა"ესეების შექმნა:'ფიქრები ქუჩის ბავშვებზე"।
  9. მოსალოდნელი შედეგები:სოციალურად დაუცველ ბავშვებზე სახელმწიფო მიიღებს დამატებით ინფორმაციებს।მათ მოათავსებენ სკოლა–ინტერნატებში,იზრუნებენ მათ ჯანმრთელობაზე,მაწანწალების რიცხვი საგრძნობლად შემცირდება।
  10. სამუშაო ენა:ქართული
  11. კავშირი საგნებთან:ქართული ენა და ლიტერატურა
  12. პროექტის იდეის ავტორი:ლამარა გერგედავა

მთიები 2022

  განცხადება                                                                                                       განცხადება თბილისის  167–...