მთიები 2019-2020

საწრეო მუშაობის ფოტომასალა 2018 წ.


                                             

                        
                             
                   

                             
                                                                ჩვენი ბიბლიოთეკა











ლეონარდო და ვინჩი

ჯგუფური მუშაობა საინტერესო აქტივობებით




1.აქტივობა-ვკითხულობთ ინფორმაციებს ლესინგზე
ლესინგი--"VIII საუკუნის ესთეტიკური აზროვნების მწვერვალი"


2.აქტივობა-ვეცნობით  გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერებსა და ნახატებს

http://intermedia.ge/სტატია/47566-გალაკტიონ-ტაბიძის-ხელნაწერები-და-ნახატებს


 3,აქტივობა-ერთობლივი მოსმენა
  1)  მხატვარი რეზო ადამია 80 წლისაა  

                             

 რეზო (ემელიანე)ადამიას ბიოგრაფია. 
ამოვიწერე facebook-დან ძველი სენაკის საჯარო სკოლის გვერდიდან 
 ,, ძველ სენაკში დავიბადე. მამა მიხა ადამია 1924 წლის აჯანყების მონაწილე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო. ბაბუაჩემ ნიკოს, მაზრის მწერალს ხონის სემინარია ჰქონდა დამთავრებული. დედამისი იყო ნინო ხოშტარია, ვინც სენაკში დამწერლობა შეიტანა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. ნინო ხოშტარიას დიდი ქვა ძველ სენაკში, ქავთარაძეების და ადამიების სასაფლაოზე, მაცხოვრის შობის ეკლესიის სამხრეთით არის. ბაბუა გააკულაკეს, მამა 1924 წლის გამოსვლის დროს დაიჭირეს და დახვრეტა ელოდა, მაშინ 21 წლის იყო. საშა გეგეჭკორის ხელმძღვანელობით სამეგრელოში, ზუგდიდის და სენაკის მაზრაში მრავალი ადამიანი დააპატიმრეს და დახვრიტეს… მათ შორის – უდანაშაულო მღვდლებიც… სწორედ იმ დროს ჩავიდნენ მიხა ცხაკაია და ფილიპე მახარაძე და უსაყვედურეს გეგეჭკორს, ეს რა ქენი, როგორ დაგიხვრეტიათ მთელი მაზრაო… და ასე გადარჩა მამა… მოგვიანებით ის სამამულო ომში სტალინგრადსა და კურსკის რკალთან იბრძოდა, სადაც ფეხის თითები მოაჭრეს და მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩა… 1946 წელი იყო, რატომღაც სკოლაში ეკლესიების ხატვა მიყვარდა, ხშირად ჩვენი სოფლის ეკლესიას ვხატავდი და მერე აღვადგინე კიდეც მე-17 საუკუნის გუმბათიანი ეკლესია… ხატვის მასწავლებელმა ხატვა არ იცოდა, ხშირად დამიხატავს დაფაზე ფიგურები: დოქი, კვახი, მსხალი, ვაშლი… მეხუთე კლასში რომ გადავედი, იაკობ გოგებაშვილის, შოთა რუსთაველის, ლომონოსოვის დიდი სურთები დავხატე, მე-6 კლასში კი კედლებზე გამოვფინე… მაშინ გამივარდა სახელი, რეზო მხატვარი მოდისო. ძველი სენაკის სკოლა სახელგანთქმულია, იქ არნოლდ ჩიქობავა, კონსტანტინე გამსახურდია, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია იზრდებოდნენ. მოგვიანებით ჯარში მომიწია სამსახურმა, მაშინ მხატვრობაზე არ ვფიქრობდი… ლენინგრადში ვმსახურობდი, სადაც ვალია გავიცანი. მის სანახავად გავიქცეოდი ხოლმე და მაშინვე ციხეში მიკრავდნენ თავს. ჰოდა, ერთხელ ვალიამ მითხრა, უნდა წაგიყვანო იქ, სადაც მე მინდაო და ერმიტაჟში წამიყვანა. ჩემ თვალწინ სხვა სამყარო გადაიშალა, მომაჯადოვა რუბენსის, რემბრანდტის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის… ნამუშევრებმა. მაშინ პირველად დავისახე მიზნად, მხატვარი გამოვსულიყავი. თავიდან სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი, რომელიც აკადემიისთვის კადრებს ამზადებდა, ნიკოლოზ თაბუკაშვილის უნიკალური სკოლა გავიარე… შემდეგ სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ჩავირიცხე… სადაც აპოლონ ქუთათელაძის კლასში ვსწავლობდი. სერგო ქობულაძე ზურაბ ნიჟარაძე, ედმონდ კალანდაძე გვასწავლიდნენ ხატვას… ასევე – კორნელი სანაძე, კოკი მახარაძე… ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მხატვრობაში…''

მთიები 2022

  განცხადება                                                                                                       განცხადება თბილისის  167–...