მთიები 2019-2020

სიტყვები



                           
                          



                                              ანთოლოგიის პრეზენტაცია                                     
საქართველოს მწერალთა სახლში
  (ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო  აკადემია)

       ქართულ კულტურას, საზოგადოებას, ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილის ძალისხმევით, კიდევ ერთი ბრწყინვალე ანთოლოგია შეემატა. ვულოცავ სრულიად საქართველოს, თითოეულ ავტორს, რომელთა ნაღვაწში ქართული მაჯისცემა, ქართული  სული იგრძნობა. ერს განამტკიცებს და აძლიერებს მათი ერთგულება საქმისადმი.
           ვულოცავ ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს, აკადემიის, ჟურნალ „ათინათისა“ და ანთოლოგიის  გამორჩეულ მოამაგეს, მას რთულ პირობებშიც კი შეუძლია დაიმსახუროს ავტორთა სიმპათია და სასიკეთოდ  შემოიკრიბოს ისინი.
        2012 წლიდან, მრავალპროფილიან ჟურნალ „ათინათს“ დაემატა საბავშვო განყოფილება, სახელწოდებით „ნორჩი ათინათელები“, რომელთა პირველი ავტორები 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა, ამავე სკოლაში შეიქმნა ნორჩ ლიტერატორთა წრე, ამჟამად კი ჩამოყალიბებულია მკითხველთა კლუბი. დღეს საბავშვო განყოფილების ავტორები საქართველოს      სხვადასხვა სკოლის აღსაზრდელები არიან.
        ჩემთვის, საბავშვო განყოფილების რადაქტორისთვის, რომლის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას პედაგოგიური საქმიანობა წარმოადგენს, შემოქმედ მოსწავლეებთან მუშაობა გახდა სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილი, ტექსტების კითხვა, მოსწავლეთა თანამონაწილეობით მათი  ნამუშევრების რედაქტირებაზე მუშაობა,  აუცილებელ  და საჭირო  საქმიანობას წარმოადგენს.  მინდა ჩემს კოლეგებს, საქართველოს სკოლების მასწავლებლებს მოვუწოდო, ჩაერთონ ამ მეტად საინტერესო,  აღმზრდელობით,  სასარგებლო  შრომაში, მითუმეტეს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა  ითვალისწინებს კლუბების ჩამოყალიბებასა და  საწრეო საქმიანობების წარმართვას, პროექტებზე მუშაობას.      
          დღეს, ანთოლოგიის ამ ნომერში, რამდენიმე ნორჩი ავტორის ნაშრომია შერჩეული და დაბეჭდილი,  ქალბატონი გულნაზის მიერ,  ეს დიდი პატივია მომავალი თაობისთვის. მთავარმა რედაქტორმა, ამით, ვინ იცის, მერამდენედ დაადასტურა თავისი კეთილი განწყობა  მათდამი.
      საბავშვო განყოფილება ვითარდება ეტაპობრივად, რასაკვირველია, სასურველია უფრო გაძლიერდეს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასეც იქნება.  
                                                          
                                                             ლამარა გერგედავა
                          ჟურნალ „ათინათის“ საბავშვო განყოფილების რედაქტორი
                                             
                   2017 წლის            დეკემბერი





  მე და ჩემი მშვენიერი და ჭკვიანი მოსწავლე  მარიამ იოსელიანი. 
ეს გოგონა  ანთოლოგიის ერთ-ერთი ნორჩი ავტორია.

                                           
























  

მთიები 2022

  განცხადება                                                                                                       განცხადება თბილისის  167–...