გაკვეთილის რეფლექსია
2018 წლის
25 დეკემბერს ჩატარდა სამოდელო ინოვაციური გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა შიდა შეფასების
ჯგუფი.
გაკვეთილის მიზანი შეესაბამებოდა ესგ-ით გათვალისწინებულ
შედეგებსა და ინდიკატორებს.
გაკვეთილის ტიპი- ინოვაციური
საგანი: ქართული
ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/ VII
მოსწავლეთა რაოდენობა:
17
გაკვეთილის თემა:
ანა კალანდაძის
„რა ვარ, სტვირი ვარ“- ლექსის ვიზუალური და
იდეურ- მხატვრული მხარე გრაფიკის სამყაროში
გაკვეთილის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან:
1. კალიგრამის რაობას;
2. ტერმინის შექმნის ისტორიას;
3. კალიგრაფიისა და იდეოგრამის დანიშნულებებს;
4. გიიომ აპოლინერისა და ვახტანგ ჯავახაძის
შექმნილ კალიგრამებს;
5. შეისწავლიან კალიგრამის შექმნას, ანა კალანდაძის ლექსის
მიხედვით
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
ქართული ენა
მოსმენა
ქართ. VII.5.
მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა
და გამოყენება
● ამოიცნობს
და იყენებს ზეპირი თხრობის დამახასიათებელ ნიშნებს (მაგ.: სასვენი ნიშნების ფუნქციით
იყენებს ინტონაციას, მიმართავს ჟესტებისა და მიმიკის ენას და სხვ.):
● საუბრობს
ტექსტში გამოთქმული ჰიპოთეზის შესახებ და სწორად იყენებს ვარაუდის
გამომხატველ სინტაქსურ კონსტრუქციებს, სიტყვა-კავშირებს, განკერძოებულ სიტყვებსა და
გამონათქვამებს( „რადგან...“, „თუ...მაშინ,“ „ამის გათვალისწინებით...“ „აქედან გამომდინარე“):
● თხრობისას სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს, გადაჰყავს
პირველ პირში მონათხრობი მესამე პირში
ქართული ლიტერატურა
კითხვა
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
და ახსნა
● ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს(იდეას) განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისაგან
გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით)
● გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე
წერა
ქართ. VII.14,
მოსწავლეს შეუძლია წერის
სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური
ორგანიზებისათვის.
● ადგენს ტექსტის გეგმას
მოსწავლეები იცნობენ საკითხებს:
ა)
მხატვრული ხერხები- მეტაფორა, ალეგორია, ჰიპერბოლა, ეპითეტი, შედარება...
ბ)
მხატვრული ანუ პოეტური ენა- არქაიზმები, ნეოლოგიზმები, ბარბარიზმები, დიალექტიზმები,
ჟარგონები, სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები,,,
გ) მარტივი და რთული ზმნები, II მრავლობითი...არქაული
ფორმები
ესგ შედეგები
მოსწავლეებს შეუძლიათ:
ა) ტექსტის გააზრება და ანალიზი
ბ) მასალის
ვიზუალიზაცია (კალიგრამების შექმნა)
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო
პროცესში, მათში ინტერესი გამოიწვია სიახლემ, კალიგრამების შექმნამ და სასწავლო რესურსის,
PowerPoint-ით შესრულებულმა მასალამ.
ჯგუფური მუშაობის დროს შესრულებული ნამუშევრებიდან
გამოვლინდა, რომ აღმოაჩინეს და დაამყარეს კავშირი
საგანთა შორის, განამტკიცეს შეძენილი ცოდნა, ცდილობდნენ დაოსტატებულიყვნენ გრაფიკაში, გაკვეთილმა
მათ საშუალება მისცა გამოევლინათ ზოგადი
განათლება და დამოუკიდებლადაც გაეხსენებინათ,
მოეპოვებინათ ინფორმაციები, დასახელებულ თემაზე.
დიდი ინტერესი გამოიწვია გიიომ აპოლინერის მიერ ტერმინ „კალიგრამის“ შემქმნის ისტორიამ. კალიგრაფიისა
და იდეოგრამის შეერთებით მიღებულმა ამ სახელწოდებამ შეგვახსენა კალიგრაფიის, იდეოგრამის, ლოგოტიპების
შესახებ საკითხები. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ კალიგრამის (გრაფიკული წყობის პოეზიის) შექმნას სჭირდება ცოდნა, ფართო თვალსაწიერი. მოეწონათ
ის, რომ ქართველი პოეტები ქმნიან კალიგრამებს,
ისინი თავიანთ ლექსებს გრაფიკული წყობის
პოეზიად წარმოგვიდგენენ. გაკვეთილზე, მათგან
ერთ-ერთის, ვახტანგ ჯავახაძის, კალიგრამებს გაეცნენ.
წინარე ცოდნის ( ანა კლანდაძის „რა ვარ,
სტვირი ვარ“-იდეურ მხატვრული მხარე და ტექსტის ენობრივი სამყარო) დაკავშირება
ახალთან ადვილად მოხერხდა, მოსწავლეებმა საკითხები
ჩაწერეს ანა კალანდაძის პორტრეტის მსგავს გრაფიკულ მონახაზში, რადგან მიიჩნიეს, რომ ლექსი
ლირიკულია, შემოქმედი პოეტისა და პოეზიის დანიშნულებაზე წერს და თავის
თავს აიგივებს სტვირთან.
ამგვარი
გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში გავითვალისწინებ, რომ ხელოვნების
მასწავლებლებთან, კოლეგებთან უნდა ვითანამშრომლო აქტიურად, რათა მოსწავლეებმა შეძლონ გრაფიკაში მუშაობის
უნარ-ჩვევების გამომუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში, , ჯგუფში ერთ-ერთი წევრი მაინც
უნდა იყოს ამ უნარით დაჯილდოვებული, მეც, პედაგოგმა, სკაფოლდინგის („ხარაჩოს“) მეშვეობით, აღსაზრდელებთან
ერთად, უნდა მივაღწიო შედეგს. ინოვაციური გაკვეთილი, მე-7 კლასში, ჩატარდა პირველად. ყურადღება მივაქციე დროის ლიმიტს.
ჯგუფური მეცადინეობისას, გრაფიკული წყობის
პოეზიაზე მუშაობას უფრო მეტი დრო სჭირდება,
სასურველია, მას ორი გაკვეთილი დაეთმოს.
თარიღი: 2018 წლის 28 დეკემბერი
ხელმოწერა: ლამარა გერგედავა
![]() |






















