მთიები 2019-2020

პროექტის რეფლექსია 2012-2015 წწ.


                                 პროექტის რეფლექსია
               
            საგანმანათლებლო შემოქმედებითი გრძელვადიანი (3 სასწავლო წელი) პროექტგაკვეთილი, სახელწოდებით: „პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება“, დაიგეგმა  167-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასში, 2012-2013 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 2015 წლის აგვისტომდე.  
            იდეის ავტორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლამარა გერგედავა.მონაწილეები: 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
            თავდაპირველად, მუშაობაში ჩაერთო მთელი კლასი, მაგრამ, საბოლოოდ შემორჩა 11 მოსწავლე.
           პროექტგაკვეთილის დაგეგმვისა  და განხორციელების საჭიროება წარმოქმნა  გაკვეთილზე შემჩნეულმა პრობლემებმა:
            ა) მოსწავლეთა წიგნიერების დონე და წერის სტრატეგიები არ შეესაბამებოდა ესგ-ს საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ ინდიკატორებს
        მიზნად დავისახეთ:
              ა) პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება
                ბ) წიგნიერების დონის ამაღლება
          მიზნის მისაღწევად (პროექტის იდეის ავტორის, ლ.გერგედავას მიერ)   გამოყენებული იქნა ესგ-ს საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი მუხლები (მითითებულია პროექტის გეგმაში).
       პროექტის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენდა ფანტაზიის გაკვეთილზე ( როგორ დავწეროთ ლიტერატურული ზღაპარი)  წარმოქმნილი დაბრკოლება, მოსწავლეები სათანადოდ ვერ იყენებდნენ წერის სტრატეგიებს, უძნელდებოდათ ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა.
           პროექტგაკვეთილის დაგეგმვამდე, საერთო სიტუაციის გასაცნობად წავიკითხე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ინტერნეტსივრცეში განთავსებული  ელექტრონული  წიგნი:
კუტალაძე ი.წიგნიერება, ანგარიში.2013-            http://www.naec.ge/images/doc/SXVA/pirls_2011_2013.pdf, 229 გვერდი, ის მოგვითხრობს        წიგნიერების საერთაშორისო კვლევის ((PIRLS – Progress in International Reading Literacy Study)შესახებ.  
         როგორც ცნობილია, PIRLS -ი, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ამოწმებს მოზარდთა წაკითხულის გააზრების უნარს. 2006 წელს საქართველომ, ამ მიმართულებით, მოკრძალებული შედეგი აჩვენა, 2011წლის კვლევების მონაცემებით, 45 ქვეყნიდან ერთ-ერთში, საქართველოში, მდგომარეობა ოდნავ იყო გაუმჯობესებული. პრობლემა  საყოველთაოობის გამოც იქცევდა და იქცევს  ყურადღებას.
         პროექტის  ფარგლებში  განსახორციელებელი  აქტივობებიდან: (3 წლის განმავლობაში) თითქმის ყველა შესრულდა. ზოგჯერ, საქმიანობისას,
ჩვენ, უნებლიეთ,  ვესწრებოდით წინასწარ დაუგეგმავ პრეზენტაციებს და გამოვდიოდით ცნობილი ადამიანების წინაშე სიტყვით,  ნაწარმოებებით, მუსიკალური ნომრებით: სამების ახალგაზრდულ ცენტრში, მწერალთა სახლში, პარლამენტის ეროვნულ  ბიბლიოთეკაში. ვესწრებოდით სპექტაკლებს.../ფოტომასალა იხილეთ http://lamaragergedava.blogspot.com 
 განყოფილება:პროექტი-2012-2015 წლები. პრეზენტაციები, შემოქმედ მოსწავლეთა ნაბეჭდი მასალები
         შეიქმნა  FACEBOOK გვერდი, სახელწოდებით: „ნორჩი ათინათელები“, რომელშიც პროექტის განხორციელების დამადასტურებელი მრავალი ფოტო და ვიდეომასალაა განთავსებული. ავტორები:
      ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის 
ჟურნალი  "ათინათი". 
        მთავარი რედაქტორი -გულნაზ ხარაიშვილი 
       საბავშვო განყოფილების რედაქტორი-
       ლამარა  გერგედავა
                               
  ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის ჟურნალ „ათინათში“, მთავარი რედაქტორის, გულნაზ ხარაიშვილის,  მხარდაჭერით, პირველებმა, გავხსენით საბავშვო გვერდი „ნორჩი ათინათელები“,  დავიწყეთ ნაწარმოებების ბეჭდვა: ზღაპრები, ესეები,ლექსები,ნოველები,  თაგმანები, ინტერვიუები. ნაბეჭდი მასალები 
იხილეთ ლამარა გერგედავას პორტფოლიოში 
  http://lamaragergedava.blogspot.com                                   
  განყოფილება:

 პროექტი-2012-2015 წლები. პრეზენტაციები, შემოქმედ მოსწავლეთა ნაბეჭდი მასალები 

     ჟურნალს დაემატა საბავშვო განყოფილება, რედაქტორი- ზემოხსენებული პროექტის იდეის ავტორი-ლამარა გერგედავა).
                  მოსწავლეთა ინტერვიუები, ცნობილ ადამიანებთან, დაიბეჭდა აკადემიის მიერ გამოცემულ ანთოლოგიაში(გამოდის ყოველწლიურად. გამოიცა  3 წიგნი).

              პროექტის მონიტორინგის დროს სათანადოდ შეფასდა პროექტის სტრატეგიები.მონიტორინგი განხორციელდა  მასწავლებელთა სახლიდან. შემოწმდა პოტფოლიო, ჩატარდა გასაუბრება.

        სკოლის დირექციამ რამდენიმეჯერ გადაურიცხა თანხა შემოქმედ მოსწავლეებს, ნორჩ ავტორებს ( ჯუმბერ ლეჯავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი აკადემიის  ჟურნალი „ათინათისა“ და    ანთოლოგიის შესაძენად).
          პროექტში ჩართული მოსწავლეების მშობლები, შეძლებისდაგვარად, აქტიურად მონაწილეობდნენ,   საჭიროებების მიხედვით.
    პროექტის მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებელი, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემიისა და 167-ე საჯარო სკოლის მიერ, დაჯილდოვდნენ ქების სიგელებით.
  „ნორჩ ათინათელებსა“ და პროექტის ხელმძღვანელზე დაიწერა გამოხმაურებები: პოეტ სერგი ლომაძის წერილი 167-ე სკოლასა და ნორჩ ათინათელებზე  "სტუმრობა დედაქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში" გვ.71-72 
    167-ე საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლ.გერგედავასთან, ინახება პროექტის პორტფოლიო.
            პროექტმა თავისი მისია შეასრულა, მიღებულ იქნა სავარაუდო შედეგი: მოსწავლეებში  მოტივაცია  და შემოქმედებითი პოტენციალი გაიზარდა, ამაღლდა წიგნიერების დონე,  გაუმჯობესდა წერის კულტურა.
       
              თბილისის 167-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლამარა გერგედავა

                                    2015 წლის სექტემბერი

მთიები 2022

  განცხადება                                                                                                       განცხადება თბილისის  167–...