სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2018 წლის 29 მაისს ჩავატარე გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი.
გაკვეთილის მიზანი შეესაბამებოდა ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგებსა და ინდიკატორებს.
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/ IXმოსწავლეთა რაოდენობა: 29, დრო-45 წთ.
გაკვეთილის თემა: ვალერიან გაფრინდაშვილის „სანტიმენტალური ტრიოლეტი“. ერთი ლექსის სამი სემიოტიკური ნიშანი.
ცნობილია, რომ სემიოტიკა, მეცნიერება ნიშანთა სისტემის შესახებ, ერთ-ერთია, რომელიც ხელს უწყობს ტექსტის აღქმას სინტაქტიკურად, სემანტიკურად და პრაგმატიკულად.
გაკვეთილზე მიზანს მივაღწიეთ, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ სამყარო უამრავ ნიშანთა სისტემას შეიცავს და ე.წ. მეტაფორული ენების: სახეების, ბგერების, შეგრძნებების აღქმა ხელს გვიწყობს ლექსი წავიკითხოთ:
1. 3 ტიპის ინტონაციით ა)ორატორულ-პათეტიკური, საზეიმო, ბ) მღერადი, მელოდიური, გ) სასაუბრო-ყოველდღიური);
2. 3 სემანტიკური ნიშნით (სინტაქტიკა- ნიშნების სტრუქტურა/; სემანტიკა - საზრისი და ობიექტი, რასაც ეს ნიშანი გამოხატავს/; პრაგმატიკა-ნიშნების პრაქტიკული გამოყენება;
3. აღქმის 3 კატეგორიიდან აღმოვაჩინოთ, რომელს მივეკუთვნებით. (ვიზუალურს, აუდიალურსა თუ კინესტეთურს);
მასწავლებლის დახმარებითა და მითითებებით, მოსწავლეებმა
აღმოაჩინეს თავიანთი უნარები, როგორ აღიქვამენ ლექსს და ნაწარმოების სიმბოლური აზროვნება როგორ შეიძლება გამოიყენონ პრაქტიკულად.
ჩატარებული
გაკვეთილი ხელს შეუწყობს წაკითხულის გააზრებაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას.
გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ასევე, ჩემი აზრით, საგნის სწავლებისას, შეიცვლება
ის, რომ სემიოტიკური წიგნიერების განვითარებას მიექცევა მეტი ყურადღება.
აქტივობები
წარიმართა გეგმის შესაბამისად. გაკვეთილი წარმატებული იყო ტექსტების მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობის კონტექსტში,
მსჯელობებსა და ახალი მასალის გაგება-გააზრების
კომპონენტში. მოსწავლეები დაინტერესდნენ სემიოტიკური
კომპეტენციებით, ეს მათთვის სიახლე იყო. ახალ მასალაზე ვისაუბრე მათთვის გასაგებ ენაზე, , პრეზენტაციები და საკლასო აქტივობები მიგვანიშნებდა,
რომ მასალა კარგად აღიქვეს, მათ, ყველაზე პოპულარული
სიმბოლოებიდან, ქართული ლარის ნიშანი (სიმბოლო) ადვილად შეუდარეს ლექსს, ორივეს აქვს
სინტაქტიკა, სემანტიკა და პრაგმატიკა, ორივეს აღვიქვამთ ვიზუალურად, აუდიალურად ან პრაგმატიკულად. ტექსტებში
ისევეა სიმბოლოები (ამ შემთხვევაში, სიმბოლისტთა
შედევრებში), როგორც ცხოვრებაში და მათ წაკითხვა, ამოცნობა სჭირდებათ, რათა გამოვიყენოთ
ცხოვრებაში. ჩემი აზრით, გაუმჯობესებას საჭიროებს სასწავლო რესურსების
გამოყენება, საჭიროა მოსწავლეთა მეტი ჩართულობა მათ შექმნაში.
მომავალში, მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას,
გავითვალისწინებ თცალყური მივადევნო, რამდენად განხორციელდა შესწავლილი მასალის ტრანსფერი და რამდენად აქტიურად ჩავრთვებიან მოსწავლეები
სასწავლო რესურსების შექმნაში და რამდენად ეფექტური იქნება, წაკითხულის გასააზრებლად,
სემიოტიკური კომპეტენციების გამოყენება.
.
ხელმოწერა: ლ.გერგედავა













