მთიები 2019-2020

პროექტის გეგმა-2012-2015 წწ.


                                             პროექტი-2012-2015 წლები

                                  საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
 
          პროექტი: „პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება“
1.           პროექტის აქტუალობა
      
         პროექტი  აქტუალურია.
        ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში საყოველთაო პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონე და შემოქმედებითი პოტენციალის არქონა. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება  ზრდის მოზარდების მოტივაციას, მათ წაკითხულის გააზრების, წერის სტრატეგიების გამოყენებისა და ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევებს უყალიბებს.
1.     პროექტის მიზნები:
             ა) პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება;
                ბ) წიგნიერების დონის ამაღლება.

2.     საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი:
        ა)  VII კლასი \2012-2013 წლები
მიმართულება: კითხვა
VII.7;    VII.9;   VII.10
მიმართულება: წერა
VII.11;   VII.14
ბ)    VIII კლასი\ 2013-2014 წლები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
VIII.1
მიმართულება :წერა
VIII.10
გ)   IX კლასი\2014-2015 წლები
მიმართულება:კითხვა
IX.8
მიმართულება: წერა
IX.12
3.     პროექტის ამოცანები:


4.     პროექტის განხორციელების წინაპირობები:
ა) 2012-2013 სასწავლო წელს, VII კლასში, გ.პეტრიაშვილის ორი ლიტერატურული ზღაპრის („პატარა დინოზავრი“; „თეთრსულელა“) გაცნობა.
ბ) ფანტაზიის გაკვეთილის ჩატარება : „როგორ იწერება ლიტერატურული ზღაპარი“.
გამოიკვეთა პრობლემები:  1. მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;  2.წერის სტრატეგიების უნარ-ჩვევების დაუფლება; 3.მოტივაციის ამაღლება
დ) მოსწავლეებთან ერთად  პროექტგაკვეთილის დაგეგმვა

5.     პროექტის ფარგლებში გასახორციელებელი აქტივობები:(3 წლის განმავლობაში)
ა)  ტესტირების ჩატარება (PIRLS-ის კვალდაკვალ);
ბ) კავშირი ბიბლიოთეკებთან;
გ) შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან;
დ) სასკოლო ღონისძიებების ჩატარება;
ე)პოეტთა, მწერალთა პრეზენტაციებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება;
ვ) ინტერვიუების მომზადება (ჩაწერა);
ზ) შემოქმედებითი ნამუშევრების (ესე, ზღაპარი, მოთხრობა...)შექმნა, რედაქტირებაზე მუშაობა და ჟურნალ „ათინათში“ დაბეჭდვა;
თ) ნორჩი მთარგმნელებისა და ნორჩი ჟურნალისტების საქმიანობის წარმართვა („ათინათში“ დაბეჭდვა);
ი)სოციალურ  ქსელ  facebook-ზე გვერდის შექმნა, სახელწოდებით: „ნორჩი ათინათელები“; მასში ფოტო, ვიდეომასალების განთავსება, ჩანაწერების მოთავსება;
კ)სოციალურ ქსელ  Youtub-ზე, „ნორჩი ათინათელების“ საქმიანობის ამსახველი ფოტოკოლაჟების, პრეზენტაციებისა და ინტერვიუების ატვირთვა;
ლ) ჟურნალ „ათინათში“ გვერდის შექმნა და ნაწარმოებების დაბეჭდვა;
მ) მოსწავლეთა მშობლების ჩართვა პროექტში, ერთ-ერთის არჩევა ორგანიზატორად და მათი ანგარიშის მოსმენა
ნ) პროექტის იდეის ავტორი მასწავლებლისა და მოსწავლეების წერილობითი  ანგარიში, შეფასების, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარებისა და  დაკვირვების ცხრილის შევსება;
ო) პროექტის პორტფოლიოს შედგენა( გეგმა, განაცხადი,ანგარიშები, შეფასებისა და თვითშეფასების, ურთიერთშეფასების კითხვარები და პასუხები, მონიტორინგის მონაცემები, პრეზენტაციების ამსახველი ფოტომასალები...)
6.     პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი
მე-7 კლასი\2012-2013 წლები
მე-8 კლასი\2013-2014 წლები
მე-9 კლასი\2014-2015 წლები
(პროექტში,სხვადასხვა დროს ჩაერთვნენ: მე-12, მე-10, 1-ლი, კლასები, სხვა-160-ე სკოლის მოსწავლე...)
7.     პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია
მონიტორინგის  განხორციელება  მასწავლებელთა სახლიდან.  პოტფოლიოს შემოწმება,  გასაუბრების ჩატარება.მონიტორინგი სკოლის დირექციის მხრიდან და    საჭირო რეკომენდაციების მიღება.
8.     პროექტის განხორციელების რისკები,  შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
 ფინანსების უქონლობა
9.     მოსალოდნელი შედეგები:
ა)წიგნიერების დონის ამაღლება;
ბ)წერის კულტურის გაუმჯობესება;
გ)ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
დ)მოტივაციის ამაღლება;
ე) სხვა კლასებსა და სკოლებზე სასიკეთო ზეგავლენის მოხდენა
ვ)კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება
10.            პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დრო-3 წელი
                        ლამარა გერგედავა        
167-ე საჯარო სკოლა.ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მთიები 2022

  განცხადება                                                                                                       განცხადება თბილისის  167–...