მთიები 2019-2020

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა


         ღირებულებების  დანერგვა   სასწავლო  პროცესში (პრობლემები   და  მათი გადაჭრის გზები)

ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების საჭიროებების კვლევის ანგარიში

ლამარა გერგედავა
ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
ფილოლოგიის დოქტორი
თბილისი 2019 

რეფლექსია კოლეგებისთვის კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ 
  თბილისის 167-ე  საჯარო სკოლაში ჩავატარე ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების საჭიროების კვლევა : „ღირებულებების დანერგვა სასწავლო პროცესში“ (პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)(იხილეთ ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების საჭიროებების კვლევის ანგარიში). 
   კვლევის მიზანს წარმოადგენდა   იმ პრობლემების  გააზრება, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია  ღირებულებების დანერგვისა და პიროვნების ფორმირების საკითხში. 
კვლევის ამოცანა
ა)  გავიგოთ იძლევა  თუ  არა ყველა საგნის პროგრამა ღირებულებებზე საუბრის საშუალებას;
ბ)  იცნობენ თუ არა მოსწავლეები ადამიანის უფლებათა  და  ბავშვთა  უფლებების
კონვენციებს;
გ) რა მოსაზრებები აქვთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს  ჩვენს სკოლაში ღირებულებების დანერგვაზე?
დ) არსებობს თუ არა პრობლემები  ცოდნისა და ღირებულებების  გაერთიანების საკითხში?
 ე) რა საჭიროებები იკვეთება?
      კვლევა დაიწყო 2018 წლის ოქტომბერში და დასრულდა 2019 წლის მაისში. ნაშრომს პრაქტიკული  ღირებულება  აქვს-   სასწავლო  პროცესის  გასაუმჯობესებლად და ღირებულებების დასანერგად,  მისი  გამოყენება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებების  (საჯარო და კერძო სკოლები)  პედაგოგებს,  თვისებრივი  მეთოდის სამი ტექნიკით: სიღრმისეული  ინტერვიუ,  ფოკუსჯგუფი  და  დაკვირვება.
          ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების საჭიროების კვლევის პრეზენტაცია ჩავატარე 2019 წლის 28 მაისს, ესწრებოდა  თერთმეტი  მასწავლებელი.












მთიები 2022

  განცხადება                                                                                                       განცხადება თბილისის  167–...