განცხადება
თბილისის 167–ე საჯარო სკოლაში შეიქმნა მკითხველთა კლუბი "მთიები", რომელიც აქტივობებს განახორციელებს 2026 სასწავლო წელს.. ის თბილისის 167–ე საჯარო სკოლის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანებაა.
მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
კლუბის მიზანი:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა
ბ) წიგნიერების განვითარება
გ)კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება, კულტურათა დიალოგი
კლუბს უხელმძღვანელებს ლიდერი მოსწავლე და კურატორი მასწავლებელი
მკითხველთა კლუბ „მთიების“ კურატორი,
167–ე საჯარო სკოლის მასწავლებელი -ლ.გერგედავა
ლიდერი- 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე -ბ.შაგიძე
2026 წ.
კლუბ „მთიების" წესდება
2026 წ ქ.თბილისი
თბილისის 167–ე საჯარო სკოლის ბაზაზე, მოსწავლეთა საკლუბო მუშაობის ჩამოყალიბებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით:
1. ჩამოყალიბდეს მკითხველთა კლუბი
2. დამტკიცდეს მკითხველთა კლუბის წესდება
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე