მთიები 2019-2020

საინტერესო...



     Global Teacher Prize 2016: Prize Announcement with Pope Francis and Salma Hayek (GESF 2016)





             







Global Teacher Prize 2017 Awards            

               Ceremony Highlights

  





2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი 

 


SUGATA MITRA

სუგატა მიტრა: ააშენე სკოლა ღრუბელში

სცენაზე სუგატა მიტრა მის საკონკურსო სურვილს წარმოთქვამს: დამეხმარეთ შევქმნა სკოლა ღრუბელში, სასწავლო ლაბორატორია ინდოეთში, სადაც ბავშვები შეიმეცნებენ და ისწავლიან ერთმანეთისგან – ღრუბლიდან(ინტერნეტიდან) მიღებული რესურსების და დახმარების მეშვეობით. მოისმინეთ ეს შთამბეჭდავი ხედვა თვით ორგანიზებადი სასწავლო გარემოს (SOLE) შესახებ და გაიგეთ მეტი ვებ–გვერდზე .tedprize.org.
This talk was presented at an official TED conference, and was featured by our editors on the home page.




როგორი იქნება სწავლება მომავალში?
მე ვცადე გამეგო საიდან მოდის ის სწავლების ფორმა რომელსაც ვასწავლით სკოლაში? შეგვიძლია შორეულ წარსულში წავიდეთმაგრამ დღევანდელ სწავლის მეთოდს თუ შევხედავთ მარტივია იმის გარკვევა საიდან მოდის. მოდის დაახლოებით 300 წლის წინდელიუკანასკნელი და უდიდესი იმპერიიდან, რომელიც არსებობდა დედამიწაზე. წარმოიდგინეთ რომ ცდილობთ მართვას მთელი პლანეტის მართვას კომპიუტერების და ტელეფონების გარეშეინფორმაციით, რომელიც ფურცლებზე წერია და იგზავნება გემებით.მაგრამ ვიქტორიანელებმა ეს შეძლეს. რაც მათ გააკეთეს გასაოცარია.მათ შექმნეს გლობალური კომპიუტერი ადამიანებისგან შემდგარი კომპიუტერი და ის დღესაც მუშაობს. მას ჰქვია ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მანქანა. ამ მანქანის ასამუშავებლად ბევრი ადამიანია საჭირო. ამიტომ ასეთი ადამიანების "საწარმოებლად" კიდევ ერთი მანქანა მოიგონეს სკოლა. სკოლას უნდა გამოეშვა ისეთი ადამიანები რომელიც შემდგომ გახდებოდა ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მანქანის ნაწილი. უნდა ყოფილიყვნენ ერთნაირი და უნდა ჰქონოდათ სამი რამ: კარგი ხელწერა, იმიტომ რომ ინფორმაცია ხელნაწერი იყო; შესძლებოდათ კითხვა; და უნდა შესძლებოდათ გამრავლება გაყოფა, მიმატება და გამოკლება ზეპირად. იმდენად ერთნაირი უნდა ყოფილიყვნენ რომ ახალი ზელანდიიდან გემით კანადაში თუ გადაიყვანდი შეუფერხებლად უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა იქაც. ვიქტორიანელები ბრწყინვალე ინჟინრები იყვნენ მათ იმდენად მყარი სისტემა შექმნეს რომელიც დღესაც მუშაობს და უშვებს ერთნაირ ხალხს მანქანისთვის რომელიც დღეს აღარ არსებობს. იმპერია აღარ არსებობს და რას ვუპირებთ ამ სისტემას რომელიც ქმნის ერთნაირ ადამიანებს, რა არის შემდეგი ნაბიჯი თუკი ვაპირებთ რაიმე ნაბიჯის გაკეთებას?
ეს ხმამაღალი განაცხადია თუმცა მე ვამბობ რომ სკოლები, იმ სახით როგორითაც გვაქვს, უსარგებლო გახდა. არ ვამბობ რომ ცუდად ფუნქციონირებენ, ეს ძალიან მიღებული გამონათქვამია მაგრამ არა, მშვენივრად ფუნქციონირებენ უბრალოდ ამ ფორმით აღარ გვჭირდებიან, ვადა გაუვიდათ. რა სახის სამუშაოები გვაქვს დღეს?სამუშაოს დიდ ნაწილს კომპიუტერი ასრულებს,. ათასობით ყველა ოფისში. ადამიანები ამ კომპიუტერებს მართავენ იმისთვის რომ საქმე გააკეთონ. მათ აღარ სჭირდებათ ლამაზი კალიგრაფია აღარ სჭირდებათ ზეპირად გამრავლება თუმცა სჭირდებათ კითხვის ცოდნა. უფრო სწორად, გააზრებულად კითხვის უნარი.
ამ მოვლენას სრულიად შემთხვევით წავაწყდი როდესაც ადამიანებს პროგრამირებას ვასწავლიდი ნიუ დელიში, 14 წლის წინ. იმ ადგილთან ახლოს სადაც ვმუშაობდი, ღატაკი უბანი იყო და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ასეთმა ბავშვებმა ოდესმე ისწავლონ პროგრამირება? ან არ უნდა ისწავლონ საერთოდ? ამავე დროს ბევრ მშობელს ვიცნობდი მდიდრებს, რომელთაც ჰქონდათ კომპიუტერიდა ისინი ამბობდნენ ხოლმე, "იცით, ჩემი ბიჭი მემგონი ის გენიოსიაისეთ რაღაცებს აკეთებს კომპიუტერთან. და ჩემი ქალიშვილი – ოჰ, ისიც ნამდვილი ტალანტია." და ა.შ. და მეც დავფიქრდი როგორ არის რომ ყველა მდიდარს ასეთი ტალანტი შვილი ჰყავს? (სიცილი) რა დააშავეს ღარიბებმა? ავდექი და ერთ–ერთ კედელში ღრმული გავაკეთე ღატაკ უბანში, ჩემს ოფისთან და შიგნით კომპიუტერი ჩავდგი, რომ მენახა რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერს მივცემდი ბავშვს, რომელსაც არასოდეს ჰქონია რომელმაც არ იცის ინგლისური და არ იცის რა არის ინტერნეტი.
შემდეგ უკვე კითხულობდნენ, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს? სად არის საზღვარი? გადავწყვიტე ჩემივე არგუმენტი გამებათილებინა და აბსურდული შემოთავაზება გავაკეთე. ეს ჰიპოთეზა, სასაცილო ჰიპოთეზა.. თამილი არის სამხრეთ ინდოეთში დიალექტი და ვთქვი შესაძლოა თამილზე მოლაპარაკე ბავშვმა, სამხრეთის სოფლიდან ისწავლოს დნმ–ის კლონირების ბიოტექნოლოგია ინგლისურად მხოლოდ ქუჩის კომპიუტერის გამოყენებით? და ვიფიქრე, შევაფასებ. მიიღებენ ნულს. შემდეგ რამდენიმე თვეს დავტოვებ როცა დავბრუნდები ისევ მიიღებენ ნულს. და შემეძლება დავბრუნდე ლაბორატორიაში და ვთქვა რომ გვჭირდება მასწავლებლები. ასე რომ ვიპოვნე ასეთი სოფელი, კალიკუპამი, სამხრეთ ინდოეთში და დავამონტაჟე კედელში კომპიოუტერი გადმოვწერე ინტერნეტიდან დნმ–ის კლონირებაზე მასალები რომლის უმეტესობა მეც არ მესმოდა.
როგორი იქნება ეს ხვალ? შეიძლება საერთოდ აღარ დაგვჭირდეს სკოლაში წასვლა? შეიძლება რომ ოდესმე, თუკი რამის ცოდნა დაგჭირდება, შესაძლებელი იყოს ნებისმიერი პასუხის 2 წუთში პოვნა? შეიძლება რომ – გამანადგურებელი კითხვა, კითხვა რომელიც ნიკოლას ნეგროპონტემ დასვა – შეიძლება რომ მომავალში, ან უკვე ეხლა ცოდნამ ამოწურა თავი? მაგრამ ეს საშინელებაა. ჩვენ ჰომო საპიენსები ვართ. ცოდნა არის რაც გამოგვარჩევს მაიმუნებისგან. მაგრამ ასე შევხედოთ ბუნებას 100 მილიონი წელი დასჭირდა რომ მაიმუნისთვის ორ ფეხზე სიარული ესწავლებინა და ჰომო საპიენსად ჩამოეყალიბებინა. ჩვენ კი მხოლოდ 10 000 იმისთვის რომ ცოდნა უსარგებლო გაგვეხადა. წარმოიდგინეთ რა მიღწევაა! მაგრამ ამის ინტეგრირება უნდა მოვახერხოთ მომავალში.
არსებობს ფაქტებიც ნეირომეცნიერებიდან ტვინის ნაწილი, რომელიც ცენტრალურ ნაწილშია როდესაც საფრთხეს ხედავს, კეტავს ყველაფერს ტვინის წინა კორტექსს, ნაწილს რომელიც სწავლაზეა პასუხისმგებელი ყველაფერს ერთად. დასჯა და გამოცდები აღიქმება როგორც საფრთხე. ასე რომ ჩვენს ბავშვებს, ვუკეტავთ ტვინს და ვეუბნებით "შედეგი გვაჩვენეთ." რატომ შეიქმნა ასეთი სისტემა? იმიტომ რომ საჭირო იყო. იყო დრო, იმპერიის საუკუნე როდესაც საჭირო იყო ხალხი საფრთხის პირობებში გადარჩენილიყო. როდესაც სანგარში ხარ მარტო თუ გადარჩები, კარგია, ჩააბარე გამოცდა. თუ არა, მაშინ ჩაიჭერი. მაგრამ ეს ერა დასრულდა. რა მოსდის შემოქმედებას ჩვენს საუკუნეში? ჩვენ უნდა აღვადგინოთ ბალანსი საფრთხიდან სიამოვნებამდე.
მეც დავბრუნდი ინგლისში, ბრიტანელი ბებიების საძებნელად.გამოვაქვეყნე განცხადებები თუ ხართ ბრიტანელი ბებია და გაქვთ ინტერნეტი და ვებ–კამერა შეგიძლიათ უფასოდ დამითმოთ ერთი საათი კვირაში? პირველ ორ კვირაში 200 გამომეხმაურა უფრო მეტ ბრიტანელ ბებიას ვიცნობ ვიდრე ნებისმიერი ამ ქვეყნად. "ბებიების ღრუბელს" ვეძახით. ეს ბებიების ღრუბელი ზის ინტერნეტში თუ ბავშვი გასაჭირშია, ვუგზავნით ბებიას. უკავშირდება სკაიპით და ალაგებს სიტუაციას. მინახავს სოფელ დიგლსიდან ჩრდილო–დასავლეთ ინგლისიდან, ინდოეთის სოფელ ნადუში 12 000 კილომეტრის დაშორებით. და მხოლოდ ერთი გამოცდილი ჟესტით აკეთებს ამას, "შშშშ" გასაგებია?
ვფიქრობ, მთავარია გვქონდეს "დიდი კითხვების" კურიკულიმი, სასწავლო ცხრილი შეიძლება გაგიგიათ. გაგიგიატ რას ნიშნავს ეს.იყო დრო როდესაც ქვის ხანის ხალხი დაჯდებოდა და ცას ახედავდა და იტყოდა "რა არის ის მოციმციმე შუქი?" სწორედ მათ შექმნეს პირველი კურიკულიმი, თუმცა ასეთი საოცარი კითხვები ნელ–ნელა დაიკარგა საწავლებაში. ჩვენ ეს კუთხის ტანგესის პოვნამდე დავიყვანეთ. მაგრამ ეს არაა საკმარისაც მიმზიდველი. 9 წლის ბავშვს ეს ამგვარად უნდა აუხსნა "მეტეორი რომ უახლოვდებოდეს დედამიწას, როგორ გაიგებ დაეჯახება თუ არა?" და თუ გკითხავენ "კი მაგრამ, როგორ?" შენ ეტყვი "არსებობს მაგიური სიტყვა. ჰქვია კუთხის ტანგესი" და შემდეგ დატოვებ მარტო. ის მისით გაარკვევს.
რა არის ჩემი სურვილი? ჩემი სურვილია რომ შევქმნათ მომავლის სასწავლო მოდელი. ჩვენ არ გვინდა უბრალო ნაწილები ვიყოთდიდი კომპიუტერისთვის, ხომ ასეა? ამიტომ უნდა შევქმნათ მოდელი მომავლისთვის. ერთი წუთით, მინდა ზუსტად ამოვიკითხო, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი სურვილია მომავლის სწავლების მოდელის შექმნა იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვს დავეხმაროთ საკუთარი ცნობიმოყვარეობის და შესაძლებლობების ერთად გამოყენებაში.დამეხმარეთ ამ სკოლის შექმნაში. მისი სახელი იქნება "სკოლა ღრუბლებში" ეს იქნება სკოლა სადაც ბავშვები ინტელექტუალურ თავგადასავლებში იმოგზაურებენ რომელსაც მნიშვნელოვანი კითხვებით აღძრავს მედიატორი. ჩემი სურვილია ავაშენო ადგილი, სადაც შევისწავლი ამას. ადგილი რომელსაც პრაქტიკულად არ ეყოლება თანამშრომელი. მხოლოდ ერთი ბებია რომელიც უსაფრთხოებაზე ზრუნავს დანარჩენი მოდის ინტერნეტით. შუქიც კი ინტერნეტით იმართება, და ა,შ. ყველაფერი კეთდება ინტერნეტში განთავსებული "ღრუბლიდან".


                                           

Ученый и просветитель Сугата Митра: «Дай ребенку компьютер — и он за полчаса разберется в теории относительности»

    https://theoryandpractice.ru/posts/5563-uchenyy-i-prosvetitel-sugata-mitra-day-rebenku-kompyuter--i-on-za-polchasa-razberetsya-v-teorii-otnositelnosti










2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი - ნენსი ეტველი

II.   https://www.ted.com/   -ინგლისურ ენაზე   
 


                                                 
                              მასწავლებლის ეროვნული ჯილდო-2017
                                                         
                                           http://www.tprize.ge/account/









                                       https://www.youtube.com/watch?v=2QnnoQ4v7eM
                                       
                                             Bank of Georgia - feel the future - extended version





              Учитель на миллион. Зачем Украине своя «Нобелевская премия» для педагогов?

                http://osvitanova.com.ua/posts/373-uchytel-na-myllyon-zachem-ukrayne-svoia-nobelevskaia-premyia-dlia-pedahohov



           http://mastsavlebeli.ge/?p=9453
         

პალესტინელ ჰანა ალ ჰროუბს წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადაეცა


 a-  A+ 
პალესტინელმა დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, რომელიც ლტოლვილთა თავშესაფარში გაიზარდა და ამჯერად მოსწავლეებს ტოლერანტობასა და არა-ძალადობას ასწავლის, წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მოიპოვა და შესაბამისად, 1,000,000 აშშ დოლარი მოიგო. მან 8,000 კონკურენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გასულ კვირას, 13 მარტს სძლია.
ჰანა ალ ჰროუბს, რომელიც დასავლეთ ალ-ბირეჰში ასწავლის, Global Teacher Prize (გლობალური პრიზი მასწავლებლებისათვის) დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა.
მას შემდეგ, რაც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები პატარების განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომის პაპმა ფრანცისკემ გამარჯვებულად სწორედ ჰანას სახელი გამოაცხადა. პალესტინელ  მასწავლებელს ჯილდო დუბაის მმართველმა შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ მაქტუმმა გადასცა.
  • თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ პაპმა ჩემი სახელი წარმოთქვა. ის რომ დღეს პალესტინელმა მასწავლებელმა მსოფლიოს ხმა მიაწვდინა და სწავლების უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, სხვა დანარჩენი წარმომავლობის მასწავლებლებისთვის შესაძლოა კარგი მაგალითი იყოს – ამბობს გამარჯვებული ჰანა ალ ჰროუბი. ის აღნიშნავს, რომ მოპოვებულ თანხას სკოლასა და მოსწავლეებს მოახმარს, კონკრეტულად, ჰანა გეგმავს მოსწავლეებს სტიპენდიები გადასცეს, რათა მათი სწავლის მოტივაცია გაუმჯობესდეს და მომავალ პროფესიად მათაც მასწავლებლობა აირჩიონ.
ჰანას გამარჯვება ისრაელისა და პალესტინას შორის კონფლიქტის პიკს დაემთხვა. უკანასკნელი ხუთი თვის მანძილზე პალესტინელების სროლებსა და სატრანსპორტო თავდასხმებს ისრაელის 28 მოქალაქე და ორი ამერიკელი ემსხვერპლა. საპასუხოდ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, თავდასხმებში მონაწილეობის ბრალდებით, პალესტინას  სულ მცირე 179 მოქალაქე დაუხოცა.
მიმდინარე მოვლენებში ისრაელის ოფიციალური პირები ბრალს პალესტინის ლიდერებს სდებენ და სოციალურ მედიას ძალადობისა და აგრესიის გაღვივებაში ადანაშაულებენ. პალესტინის ლიდერები კი აცხადებენ, რომ სავალალო მდგომარეობა ნახევარსაუკუნოვანი ოკუპაციის მიერ გამოწვეული სასოწარკვეთისა და იმედგაცრუების შედეგია.
ჰანას გამარჯვებით გახარებულმა, ცერემონიაზე მყოფმა თანამემამულეებმა, პალესტინის დროშები ააფრიალეს და ხმამაღლა ამბობდნენ – „ჩვენი სულებით, ჩვენი სისხლით, სიცოცხლეს დავთმობთ შენთვის, პალესტინა“.
თავის გამოსასვლელ სიტყვაში ჰანამ კიდევ ერთხელ ისაუბრა არაძალადობრივი ნაბიჯების საჭიროებებზე და ქვეყნებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე:
  • ვინაიდან მე, პალესტინელ მასწავლებელს საშუალება მომეცა მსოფლიოს მივმართო, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თუ ერთმანეთს ხელს გავუწოდებთ, შევძლებთ გავავრცელოთ მშვიდობა, თანასწორობა და განათლება.
ჰანა ალ ჰროუბის გარდა, ცერემონიაზე მიწვეული იყო ცხრა ფინალისტი მასწავლებელი ავსტრალიიდან, ფინეთიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, კენიიდან, პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, ჰანამ ყველა ფინალისტი სცენაზე მიიწვია და მადლობა გადაუხადა.
მასწავლებელთა გლობალური პრიზი ორი წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია ყოველწლიურად მსოფლიოში ერთი მასწავლებელი აღმოაჩინოს, რომელიც განსაკუთრებული პროფესიონალიზმით, მოტივაციით გამოირჩევა და მოწადინებულია საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ინოვაციური მიდგომებით იხელმძღვანელოს. ასევე, მოტივაციას აძლევს სხვებსაც, რომ ასწავლონ, ან აირჩიონ მასწავლებლის პროფესია.
ალ ჰროუბი პალესტინაში, ლტოლვილთა ბანაკში გაიზარდა, სადაც ძალადობრივი ფაქტები ძალიან ხშირი იყო. მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ მასწავლებლობა იმ ფაქტის შემდეგ დაიწყო, რაც მის შვილებს სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. ინცინდენტის შემდეგ ჰანა ბავშვებს სკოლაში თავად დაჰყვებოდა და გაიზარა, თუ როგორი მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში არსებული გარემო ტრამვირებული პატარების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გახდა, ჰანამ გამოსცა წიგნი სახელად „ჩვენ ვთამაშობთ და ვსწავლობთ“. ავტორი ამბობს, რომ სახელმძღვანელოში წარმოჩენილია თამაშის, ნდობის, პატივისცემის, პატიოსნებისა და განათლების მნიშვნელობა.

             

























































































































































































































































































































































                                               განცხადება თბილისის  167–ე საჯარო სკოლაში შეიქმნა  მკითხველთა კლუბი "მთიები",  რომე...